ასე გაგრძელება შეუძლებელია, მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, გადაწყვიტონ, ან იქით, ან აქეთ - ნიკოლოზ ყიფშიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისხლში ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი კრიტიკულ დონეზე იყო. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა. ამ თემაზე მან მედიასთან გვიან ღამით, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე იყო. პრობლემები აქვს წნევასთან, ნამდვილად მაღალი წნევა ჰქონდა მე რომ ვნახე ეხლა, ამიტომ დამჭირდა კიდევ საკმაო ხანი ყოფნა იქ, რომ წნევა მოგვეყნავა ნორმაში. 

ასე გაგრძელება შეუძლებელია, ასე რომ მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, გადაწყვიტონ, ან იქით, ან აქეთ, რას ვუშვებით ჩვენ პრეზიდენტს", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი