ღარიბაშვილი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კატეგორიულად მოითხოვა, უკრაინის მოქალაქის წამების შეწყვეტა:
ზელენსკი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ მიხეილ სააკშვილის როგორც უკრაინის მოქალაქის ყველა უფლება დაცული იყოს. შეუშვან მასთან ციხის საკანში ოჯახის წევრები, დედა. ასევე ციხის საკანში დაუშვან უკრაინელი ექიმები მისი მდგომარეობის შესაფასებლად და ასევე რა თქმა უნდა მოითხოვა დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი წამება უკრაინის მოქალაქის მიმართ. პირდაპირ ასე თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, დაუშვებელია უკრაინის მოქალაქის წამება. ასევე პრეზიდენტმა მოითხოვა ქართულმა მხარემ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ჩვენ ახლა ველოდებით შესაბამის რეაგირებას ოფიციალური თბილისის მხრიდან" ამბობს მარია ბარაბში, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი "მთავარ არხთან" საუბარში.
ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა და ქართულმა მხარეებმაც გაავრცელეს.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ციხის თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები გუშინ, 11 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
იხილეთ ასევე: