ზელენსკიმ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა

გამოქვეყნდა:

"უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები საერთაშორისო ნორმების ფარგლებში უნდა იყოს დაცული.

"უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია მიხეილ სააკაშვილის წინაადეგ იძულების ძალის გამოყენება.
ვოლოდიმერ ზელენკიმ აქცენტი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილთან მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაშვებაზე.

უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ითხოვა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების შესაძლებლობის განხილვა", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად 11 ნოემბერს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი