უახლოეს დღეებში, ევროპიდან, ასევე ვაშინგტონიდან, ხელისუფლება მიიღებს გზავნილებს რომლის ინტერპრეტაციის საშუალება აღარ მიეცემა მას

გამოქვეყნდა:

უახლოეს დღეებში, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქებიდან, ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან, ასევე ვაშინგტონიდან,  ჩვენი ხელისუფლება მიიღებს გზავნილებს რომლის ინტერპრეტაციის საშუალება აღარ მიეცემა მას - ამბობს დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, რომელიც პენიტენციურის კადრების გავრცელების დროს სწორედ სტრასბურგში, ევროპის საბჭოში იმყოფებოდა ვიზიტით.

როგორც ახვლედიანი ამბობს, კადრების ნახვით ყველა აღშფოთდა და დასავლელი პარტნიორებისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც მათ ნახეს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის 43-ე დღეა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა შეწყვიტოს პროტესტის ეს მძიმე ფორმა, თუმცა გარკვეული დათქმებით, საუბარია მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე.

ჯერჯერობით იუსტიცია მიხეილ სააკაშვილის ამ წინადადებაზე დუმს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი