ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი მიხეილ სააკაშვილს - სალომე სამადაშვილი მესამე პრეზიდენტს წერილს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი მიხეილ სააკაშვილს - წერილს მესამე პრეზიდენტს დეპუტატი სალომე სამადაშვილი გადასცემს, რომელიც გლდანის ციხეში შევა.

სამადაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუცია ნებართვა ევროპარლამენტის დეპუტატ ანა ფოტიგასთვის, ასევე 2 ლიეტუველი დეპუტატისთვის, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის საათები კი 6 საათზე იწურება, შესაბამისად, როგორც სამადშვილი ამბობს, ის გამოიყენებს საკუთარ უფლებას, შევა მესამე პრეზიდენტთან და გადასცემს გზავნილს :

"აქ არის ორი მოწოდება. ერთი საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ზომის განხორციელებას და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებას, მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა" ამბობს სამადაშვილი. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის 43-ე დღეა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა შეწყვიტოს პროტესტის ეს მძიმე ფორმა, თუმცა გარკვეული დათქმებით, საუბარია მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი