მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯი, ახლა ჯერი არის ქართულ ოცნებაზე - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "დროას" ლიდერს , ელენე ხოშტარიას პარლამენტის შენობაში შეხვდა . 

ელენე ხოშტარიას თქმით, ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა თუ არის, ტოტალიტარული, დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები, რადგან ის თავად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ხოშტარიას თქმით, მან არ იცის შეძლებს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, რადგან ბოლო პერიოდში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებები წარმოუდგენლად ითელება:

"მე ამ მომენტამდე არ ვიცი შეძლებს, თუ არა ის [ანა ფოტიგა] მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები წარმოუდგენლად ითელება და არ ვიცი ჯერჯერობით შევა თუ არა და თავისთავად მისი ვერ შესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი და კიდევ ერთი დიდი დარტყმა. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ პოლიტიკოსები, მოქალაქეები აქტივისტები არ ვეგუებით და ვიბრძვით, არ არსებობს ქვეყანა რომელიც ჩვენს ნაცვლად აშენებს დემოკრატიას....

გამოსავალი ჩვენ შემოგვთავაზა ძალიან სასარგებლო, ჩვენი ქვეყნისთვის  სტრასბურგის გადაწყვეტილებამ. რომელიც მართალს ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობის და უსაფრთხოების საკითხები არის მათი მონიტორინგის ქვეშ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები ამერიკა, ევროკავშირი საუბრობენ, რომ მას უნდა ჰქონდეს ყველა უფლება, სიცოცხლის, ჯანდაცვის უფლება უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული.

მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯი, გამოეხმაურა და თქვა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეესკალაციისკენ მათ შორის და ახლა, რა თქმა უნდა, ჯერი არის ქართულ ოცნებაზე, რომ ჩვენ უფრო და უფრო არ გადავვარდეთ დაპირისპირების ჩიხში. მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, ჩემი შიმშილობა გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენ არ მივაღწევთ კონსტიტუციური სიცოცხლის უფლების დაკმაყოფილებას, მესამე პრეზიდენტის - ამბობს ელენე ხოშტარია 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს,  გარკვეული დათქმებით.

"დროას" ლიდერი კი საკანონმდებლო ორგანოში უკვე 10 დღეა შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი