
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ზვიად კუპრავას 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ: მურმან დუმბაძეს, ბესო გაზდელიანს, ხოლო ლაშა კომახიძეს 2200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიდე ერთი დაკავებულის, ბონდო თედორაძის პროცესი 15 ნოემბრამდე გადაიდო.
ცნობისთვის, 10 ნოემბერს 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სუს-სთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, და იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ჯამში 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებას მოითხოვდნენ.
იხილეთ ასევე: