ოპოზიციის აქციაზე დაკავებულ ბორის ყურუას სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

10 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციის აქციაზე დაკავებულ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ყურუას სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"6 დღით პატიმრობა მომესაჯა პირველ პროცესზე. დედა უტირეთ ამათ სანამ აქით გვიტირებენ. უკან არ დაიხიოთ!", - წერს ბორის ყურუა Facebook-ზე.

6-6 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ ასევე აქციაზე დაკავებულ ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს, ოპოზიციამ აქცია ერთდროულად სამ ლოკაციაზე - სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა. 16 მათგანს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სხვა დაკავებულების პროცესები კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი