"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ქართველიშვილი, რომელიც გომელაურის უწყებამ 2 დღის წინ, სუსთან მიმდინარე აქციაზე დააკავა, საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ამბობს, რომ მათ ჯარიმები ვერ შეაჩერებს და თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ეს არის ფიქცია, პოლიციელების მონაროში... ეს 2000 ლარი ჯარიმა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას შეგვაწყვეტინებენ და ეს იქნება შემაკავებელი იმის რომ ჩვენ არ გავიდეთ ხვალ და არ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, - ამბობს ქართველიშვილი.
საქალაქო სასამართლოში პროცესების სერია გრძელდება. სუსის შენობასთან ოპოზიციის აქციაზე ორი დღის წინ დაკავებული პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 4 პირს უკვე შეეფარდა 6-დღიანი პატიმრობა. რამდენიმეს კი 2000-ლარიანი ჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ დრომდე ელოდებიან საკრებულოს დაკავებული დეპუტატებიც.