იუსტიციის სახლთან, სადაც საქათველოს ეროვნული ბანკიც არის განთავსებული, დილიდან სამართალდამცველების განსაკუთრებული რაოდენობა იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ს მაღალჩინოსნებიც, მათ შორის სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი.
პოლიციის მობილიზება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსს უკავშირდებოდა. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის რეგულაციებს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, სებ-ს ლარის მონოპოლიზაცია აქვს დაკანონებული, რაც ვაჭრობის სფეროში პრობლემებს ქმნის და ორ კერძო პირს უზღუდვას უფლებას, თავად აირჩიონ რომელ ვალუტაში სურთ ვაჭრობა.
პროტესტის ნიშნად, ისინი ადგილზე ყავას ე.წ. კრიპტოვალუტაში და დოლარში ყიდდნენ. ამით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ დაუშვებელია ქვეყანაში არებული კრიზისი იმ რეგულაციებით იმართებოდეს, რომელსაც სებ-ი ახორციელებს.
"ეროვნული ბანკის კანონში წერია, რომ ამათ აქვთ ერთადერთი ფუნქცია, სხვა მიზანი არ აქვთ, ეს არის ფასები სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამას არღვევენ უკვე დიდი ხანია, ყველა ხედავს, რომ ფასები გარბის და პასუხისგებაში არავინ არაა მიცემული. ზოგადად ეროვნული ბანკის არსებობას ვაპროტესტებთ და სტრუქტურა, რომელსაც აბარია ერთი საქმე და იმისთვის ვერ მოუვლია, გადაწყვიტა, ჩაერიოს და სხვა ბაზრის რეგულირება დაიწყოს", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.