ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები და მერობის კანდიდატები იმყოფებიან, რომლებიც წარმთეული ხმების დაცვას ცდილობენ. ოპოზიციაში ერთხმად ამბობენ, რომ უნდა გაბათილდეს 20-ვე ოლქში შემაჯამებელი ოქმი, რადგან არჩევნები ყველგან გაყალბდა.
ცოტა ხნის წინ ცესკოს თავმჯდომარესა და ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც დეკანოიძემ ცესკოს თავმჯდომარეს ქუთაისში კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის ამბავი გაახსენა და უთხრა, რომ საკუთარი თანამშრომელი არც კი მოუკითხავს. გიორგი კალანდარიშვილმა პასუხისმგებლობა ამ ნაწილში სრულად მოიხსნა.
"თქვენ, ბატონო თავმჯდომარე, არ მოგიკითხავთ თქვენი თანამშრომელი. საზოგადოებას იცით რა აინტერესებს, თქვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირი დაინტერესებულიყავით იმ ადამიანის ბედით, რომელსაც აშანტაჟებდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სუსი და ა.შ
სანამ ენერგია მაქვს და ეს ყველაფერი არ შეიცვლება. სუს-ის მიერ ჩატარებული არჩევნების პროცესი არ შეიცვლება, მანამდე დავიცავ იზა ჩირგაძეს, რომელიც თქვენ გაწირეთ, ბატონო გიორგი.
როდესაც ჩემსა და ბატონ ხახალეიშვილს შორის განსხვავება იყო 2222 ხმა და ბათილი ბიულეტენი 2396 ამ დროს კოვიდუბნებზე სხვაობა იყო 80/20-ზე", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციამ კომისიის თავმჯდომარეს ის დარღვევები შეახსენა შეახსენა, რომელიც არჩევნების მეორე ტურის დროს ფიქსირდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამავე თემაზე:
ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
ცნობისთვის, ცესკოში თვითმმართველობის მეორე ტურის შედეგების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს.