სიტუაციას ევროპარლამენტში შევაფასებთ, ჩვენ ინფორმაციას ექნება განსაკუთრებული ღირებულება - ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"ბევრი ჩვენი მეგობარი ახორციელებდა ვიზიტს პატიმრებთან და მე ვთვლი ამას ჩემ მოვალეობად, ასევე მანამდე მივიღე ნებართვა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან და შევძელი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა" - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა მისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე იუსტიციის სამინისტროს უარს.

ფოტიგა ამბობს, რომ გულდასაწყვეტია ეს უარი და ევროპარლამენტში ამ ყველაფერს სათანადოდ შეაფასებენ:

მე უარი მეთქვა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ჩემ თავს გამოცდილ პიროვნებად ვთვლიდი და ძალიან კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში, არსებობს მრავალი ხმა...

ევროპის პარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ ჩვენ შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ნამდვილად, ჩემ ინფორმაციას, ასევე ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციას, რომლებსაც ასევე უარი ეთქვათ, ექნება განსაკუთრებული ღირებულება.

ჩემი საქმე არ არის, რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა..." ამბობს ანა ფოტიგა

შეგახსენებთ, ანა ფოტიგას წერილს დღეს მინისტრმა ბრეგაძემ წერილით უპასუხა. ანა ფოტიგა პრესკონფერენციამდე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი