ტორესა მოსის პატიმრობის გასაპროტესტებლად მწერლების აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადაცემის, "ლიტერატურული სამკუთხედის" წამყვანის, ტორესა მოსის პატიმრობის გასაპროტესტებლად, 14 ნოემბერს მწერლებმა აქცია დაგეგმეს. საქართველოს პენცენტრის წევრების თქმით, მწერლები სოლიდარობის აქციას მაჩაბლის 13-ში, 10:00 საათზე გაიმართება.

"საქართველოს პენცენტრის წევრი, მწერალი ტორესა მოსი ისევ პატიმრობაში რჩება. არ დაკმაყოფილდა ადვოკატის თხოვნა მისი ხელწერილით გამოშვების თაობაზე. სასამართლო დანიშნულია ხვალ დილის საათებში.

მშვიდობიანად მოპროტესტე კოლეგის უსამართლოდ დაპატიმრების გამო ხვალ, მაჩაბლის 13-ში, დილის ათ საათზე გაიმართება ქართველ მწერალთა სოლიდარობის აქცია",-ნათქვამია განცხადებაში.

ტორესა მოსის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ორი მუხლით ედავებიან. ერთი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას უკავშირდება, მეორე შემთხვევაში კი სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერეს. ის 12 ნოემბერს დააკავეს.

ამავე თემაზე:

"მთავარი არხის" წამყვან ტორესა მოსის პატიმრობის ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი