"მიშა საწოლიდან ვეღარ დგება...ვინც დუმილს ამჯობინებთ გეცოდინებათ რომ ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ვინც ახლა დუმილს ამჯობინებს, ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობას იღებს.

"მიშა საწოლიდან ვეღარ დგება. აბა ველოდოთ კიდევ, ვუყუროთ გონს როდის დაკარგავს და როდის ვეღარ აღმოუჩენენ დახმარებას.

ხომ არ გვჯერა რომ ეგ დღეც დადგება?

როცა დადგება, ყველას, ვინც დუმილს ამჯობინებთ გეცოდინებათ რომ ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეთ",- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ცოტა ხნის წინ დატოვა გლდანის ციხის ის დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს ლოგინიდან ვერ ადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი