მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

პირადი ექიმის განცხადების მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს განსაკუთრებით დამძიმდა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს". უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს სარეანიმაციო პალატა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური: სიცრუეა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს. პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება.

ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს." აცხადებენ პენიტენციურში.

დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ ადგა ლოგინიდან - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ცოტა ხნის წინ, მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მისი შიმშილობის 44-ე დღეს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი