მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა - ღიად გვითხრა, ვწყვეტ კავშირს დასავლეთთანო - ნიკა მელია კობახიძის წერილზე

გამოქვეყნდა:

"ირაკლი კობახიძის განცხადება არის ღია დეკლარაცია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა დღეს უთხრა ყველა ჩვენ ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ქომაგობენ ქართულ დემოკრატიას, რომ ამიერიდან, ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზებული და მიკერძოებული, ვიტოვებთ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთ.

ყველა ადამიანიო, ვინც თვლითო რომ ქართულ ოცნებას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩავთვალოთო, რომ თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არის განცხადება, რომელიც გაავრცელა კობახიძემ რეჟიმის სახით, სინამდვილეში რუსების დავალებით. ამიტომ არაფერი განსხვავებული არ ხდება იმისგან რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ უკრაინამ და რაც იკადრა იანუკოვიჩმა. კარგად გვახსოვს როგორ დაასრულა. აქ არის ცივილიზაციური არჩევანი გასაკეთებელი. მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა - ღიად გვითხრა, რომ ვწყვეტ კავშირს დასავლეთთანო"

​ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძის განცხადებას ეხმაურება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი