"პირადად მე მითხრა ადამიანმა, ვერ ვხედავ აზრს ცალკე შეხვედრის ამ კონსილიუმთან, მინდა, შევხვდე შერეულ კონსილიუმს" - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი თამთა დემურიშვილი საუბრობს.
დღეს დემურიშვილმა კონსილიუმის წევრ ექიმებს მისწერა, რომ მესამე პრეზიდენტს მათთან შეხვედრა არ სურდა და გლდანის დაწესებულებაში მათ მისვლას აზრი არ ექნებოდა.
"მე არ ვიცი თქვენ რას აპირებთ და რა გინდათ. პირადად მე მითხრა ადამიანმა, ვერ ვხედავ აზრს ცალკე შეხვედრის ამ კონსილიუმთან, მინდა, შევხვდე შერეულ კონსილიუმს. ამ წუთსაც ვკითხე და ამ წუთსაც დამიდასტურა",- ამბობს თამთა დემურიშვილი
ცნობისთვის, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მტკიცებას კატეგორიულად უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები და ამბობენ, რომ ეს არის "დანაშაულებრივი ტყუილი".
ამავე თემაზე: