სებ-ის 2019 წლის ანგარიში - კობა გვენეტაძე დღეს პარლამენტში მივა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში დღეს 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ინფლაცია, ეკონომიკური ვარდნა და კორონავირუსის პანდემიით დამძიმებული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ესაა ძირითადი კითხვები, რომელზეც კობა გვენეტაძეს მოუწევს პასუხების გაცემა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გასული წელი მძიმე იყო, გაუფასურდა ლარი, მოიმატა ფასებმა, რაც გაჭირვებულ მოსახლეობას და ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა. ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სებ-ის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს:

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ზედმეტი რეგულირება, ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ ეროვნული ბანკის გასული წლის მუშაობა მძმედ დააჩნდა თითოეულ მოქალაქეს და ბინზენსს - ამბობს გოცირიძე.

დავით ჭიჭინაძეს კი კითხვები ძირითადად იმ შეღავათებზე აქვს, რომელიც პანდემიის პირობებში დაწესდა, თუმცა როგორც ის ამბობს, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ ასრულებენ:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი რატომ არ იცავენ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იმ დადგენილ შეთანხმებას, რომელიც მთავრობამ გამოგვიცხადა და პირიქით, ცდილობენ უზარმაზარი ჯარიმები დაარიცხონ ადამიანებს" ამბობს ჭიჭინაძე.

 350 გვერდიან ანგარიშს კობა გვენეტაძე დღეს დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააცნობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი