"უფანტაზიო ავადმყოფები ხართ" | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სუს-ს

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარტიის ოფისთან ნაგვის დაყრასა და წარწერების გაკეთებას Facebook-ზე ეხმაურება. ჯაფარიძე სუს-ს მიმართავს:

"ეს ხდება ახლა იმ სახლის სადარბაზოში, სადაც ოფისი გვაქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - უფანტაზიო ავადმყოფები ხართ. პლიუს სულელები, თუ 1% შანსს მაინც უშვებთ რომ ამით ჩვენ გაგვაჩერებთ. პ.ს. ამ ოფისში კონდიციონერი არ დაგვაყენებინეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო და ამ მართლა ვანდალებმა რა დღეში ჩააგდეს",-წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ოფისთან უცნობმა პირებმა ნაგავი დაყარეს და სადარბაზოში წარწერები - "მონა" დატოვეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი