"მე რატომ უნდა მქონდეს ეს ინფორმაცია" - თურნავა ივანიშვილის ადგილსამყოფელზე

გამოქვეყნდა:

"მე რატომ უნდა მქონდეს ეს ინფორმაცია" - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია სად იმყოფება ბიძინა ივანიშვილი. 

მედიაში წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქვეყანა დატოვა. 

"მთავარის" ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისის დროს, ივანიშვილი მშობლიურ ჭორვილას "აფარებდა თავს". მას ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლობის შესახებაც აწვდიდნენ, რამდენიმე დღით იმყოფებოდა თბილისშიც.

10 ნოემბერს ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში წავიდა და ვიზა დაჩქარებული წესით მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი