
"ქართული ოცნების" დეპუტატისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მოშიმშილე პოლიტიკოსებმა და დეპუტატებმა შიმშილობა უნდა შეწყვიტონ, რადგან ეს ყველაფერი მისი აზრით, პარადოქსულია.
"ჯანმრთელობაზე იზრუნონ და შეტყვიტონ შიმშილობა. მინიმუმ პარადოქსულია ეს ყველაფერი, ჩემი აზრით უნდა შეწყვიტონ შიმშილობა და ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში, რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებას, ორად ორი კრიტერიუმია რაც დარჩა, ელექტრომაგნიტური რეზონანსი და კათეტერიზაციის ლაბორატორია არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უამრავ კლინიკაში არ არის ეს ორი და თუკი საჭირო გახდა, ამის გზა ბევრჯერაა გავლილი, როგორ გადაიყვანონ და ჩაუტარონ ეს კვლევა, რომელიც არ არის პირველი რიგის მოთხოვნების. ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში და არა პოლიტიკოსები ", - თქვა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, 13 დღეა პარლამენტში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო 9 დეპუტატმა და კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, გიორგი ბარამიძემ.
ამავე თემაზე: