
საკითხთან დაკავშირებით თუ გვაქვს რაიმე კითხვა?... კეთილი დიდი მადლობა - ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქარსელაძემ ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის თემაზე დასმულ კითხვაზე და ტრადიციულად, თავი აარიდა პასუხს - ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი კომუნიკაცია იყო, შესაბამისად, იმაზე მეტს მე ვერაფერს გეტყვით - ამბობს მინისტრი.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე მხოლოდ ქარსელაძე და ეკონომიკის მინისტრი თურნავა დადგნენ. მესამე პრეზიდენტზე საუბარი არც მან ისურვა