ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური საკითხები არის სულ სხვა - თურნავა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ისევ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობა მისთვის და ეკონომიკური გუნდისთვის აქტუალური საკითხი არაა. ამ თემაზე კითხვას მან მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილზე კომპეტენტური ორგანოები ისაუბრებენ.

"მე ვფიქრობ, რომ მე კი არა მთლიანად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული და აქტუალური საკითხები არის სულ სხვა, ეს არის სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის დაძლევა და ეს არის იგივე ექსპორტის განვითარება, რაზეც ვსაუბრობ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ამ თემებზე არის თქვენთან იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური, განცხადებებს აკეთებენ პერიოდულად, არ გზარდებიან და მედიასთანაც განმარტებას აკეთებენ, უფრო კვალიფიციურ განმარტებას მათგან მიიღებთ", - თქვა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი