რუსთავის საკრებულოს 6 დეპუტატი საკრებულოში შიმშილობას იწყებს

გამოქვეყნდა:

რუსთავის საკრებულოს 6 წევრი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ საკუთარი პარტიის წევრებსაც.  საკრებულოს დეპუტატების ფრაქციის ოთახში იშიმშილებენ

"ვუერთდებით პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა. დღეს ჩვენ შიმშილობას ვიწყებთ საკრებულოს 6 წევრი და პროტესტის ამ ფორმას გავაგრძელებთ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება მრავალფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში",- თქვა ნანა შატბერაშვილმა. 

შეგახსენებთ, პროტესტის ამ ფორმას გუშინ, 13 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობაში ენმ-ს 9 დეპუტატმა მიმართა, პარტიის ოფისში შიმშილობს გია ბარამიძე.

უკვე 13 დღეა ასევე საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს ელენე ხოშტარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი