შიმშილობის ფორმიდან და კვების რაციონიდან გამომდინარე, მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე არ ექმნება - ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა, არამედ მისი ნებისმიერი გზით ციხიდან გამოყვანაა. ქადაგიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას "მნიშვნელოვანი საფრთხე" არ ექმნება.

"მისი ე.წ. შიმშილობის აქცია მიმდინარეობს მუდმივად სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და ვიცით რომ, მისი შიმშილობის ფორმიდან და კვების რაციონიდან გამომდინარე, რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ექმნება.

მათ მოდი ამ ჭირვეულობას დავყვეთ და გადავიყვანოთ ის სამოქალაქო საავადმყოფოში და ამით ამოიწურება საკითხი, რა თქმა უნდა არ ამოიწურება საკითხი, ეს მიზანი, ნაციონალური მოძრაობისა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კი არა, მათი მიზანი არის აბსოლუტურად სულ სხვა რამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერი გზით გამოიყვანონ ციხიდან", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

დღეს, 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლოზე დასწრების უფლებაც არ მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი