როდესაც დაირღვევა კანონი, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს - სირაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, ოპოზიციას აქციის მარშრუტი გაცხადებული არ ჰქონდა და შსს-ს განცხადებით მათ განუმარტეს, როგორია კანონი.

"არ განუცხადებიათ მარშრუტის თაობაზე, მოგვიანებით გავაკეთოთ კომენტარი. შსს-მ განცხადება გააკეთა და განუმარტა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენლებს კანონის შესახებ თუ როგორ უნდა იმოქმედონ აქცია და შეკრებების დროს. როდესაც დაირღვევა, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს", - თქვა ვაჟა სირაძემ.

ოპოზიციამ მსვლელობა მეტრო ავლაბრის ტერიტორიიდან დაიყო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ ორი საათით, 15:00-დან 17:00-მდე ორივე სანაპიროზე მოძრაობა გადაიკეტებოდა.

აქციის პარალელურად შსს-ს მობილიზებული ჰყავს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

იხილეთ ასევე:

"ოცნების" ოფისთან პოლიციის კორდონი ჩააყენეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი