
გადაიყვანეთ კლინიკაში... გადაიყვანე, უმკურნალე! - ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ ექიმები ზუგდიდის ცენტრში, სადაც ისინი მხარდაჭერას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უცხადებენ. ინფორმაციას ენმ-ის წევრი ანი წითლიძე ავრცელებს.
პარალელურად, ზუგდიდის საკრებულოში შიმშილობა დაიწყო საკრებულოს 5-მა წევრმა - მაია კალანდიამ, დაკო არქანიამ, მალხაზ ჯალაღონიამ, ირაკლი სორდიამ და ხათუნა შამუგიამ.