"ზუგდიდში, გუბერნიის შენობა, სადაც მოშიმშილეები სხედან, ჩაკეტეს" | ანი წითლიძე

გამოქვეყნდა:

"არ ვიცი რანაირად მოხდა ასე, მაგრამ 7 საათის შემდეგ გუბერნიის შენობა სადაც მოშიმშილეები ზიან, ჩაკეტეს", - ამის შესახებ Facebook-ზე ენმ-ის წევრი ანი წითლიძე წერს.

არ ვიცი რანაირად მოხდა ასე მაგრამ 7 საათის შემდეგ გუბერნიის შენობა სადაც მოშიმშილეები ზიან ჩაკეტეს.მხოლოდ ჩემი კომუნიკაციის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან (მადლობა მას) ჟურნალისტები დაუშვეს, მაგრამ ჩემს გარდა სხვას არავის არ უშვებენ შენობაში.

შემპირდნენ რომ ხვალამდე ეს პრობლემა მოგვარდება და არჩეულ საკრებულოს წევრებს, მოქალაქეებს და ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მოინახულონ მოშიმშილეები. თუ არა, მაშინ მე გპირდებით რომ მე არ შემოვუშვებ გუბერნატორს ამ შენობაში, რომელიც ამ საკითხში გადაწყვეტილების მიმღებია, - წერს წითლიძე.

ამავე თემაზე Facebook-ზე წერს ერთ-ერთი მოშიმშილე მაია კალანდიაც:

ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდი საკრებულოს შენობაში, საკრებულოს ხუთმა წევრმა შიმშილობა დაიწყო. მათი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.   

ასევე იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი