
ტრევის სკოტის კონცერტზე, ჭყლეტაში მოყოლილი 9 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეზრა ბლაუნტი მეათე ადამიანია, რომელიც 6 ნოემბერს ფესტივალ Astroworld-ზე მომხდარის დროს დაიღუპა. ადგილზე 8 ადამიანი გარდაიცვალა, ასობით პირი კი დაშავდა. რამდენიმე დღის წინ, საავადმყოფოში კიდევ ერთი დაშავებული, 22 წლის ბჰარტი შაჰანი გარდაიცვალა.