პარლამენტში დღეს მამუკა ხაზარაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტი დღეს პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

ამასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზეა ჩანიშნული. 

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ამ ფორმით მან ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტა.

ამავე მიზეზით, პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მასთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა გუშინ იმსჯელა და ბიუროს შესაბამისი დასკვნა წარუდგინა.

როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი დღეს ორივე მათგანის მოთხვნას დააკმაყოფილებს და ოპოზიციის ლიდერებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს. საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი