"მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი" | ბრეგაძის განმარტება მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის არშეშვებაზე ​

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან ექიმთა კონსილიუმის წარმომადგენლებს. 

როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ახლა მესამე პრეზიდენტზე "კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს" და კონსილიუმის მონიტორინგის საჭიროება არ არის.

"კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით. როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინსიტროს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ის არ არის სამკურნალო დაწესებულება, ის არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს მე-18 დაწესებულებაში ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და დამატებით თუ გახდება საჭიროება, რომ მოწვეულ იყოს კონსილიუმი, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრებს ისევ არ უშვებენ | ვინ არის და რა კომპეტენცია აქვს მანანა ელეფტეროვას

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი