პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო | დაკავებულია 2 პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბაღდათში 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.

"იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, ბროხარდტ-ლუგერის სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი