პუტინმაც კი, როდესაც ნავალნი მოწამლული იყო, საზღვარგარეთ გაუშვა სამკურნალოდ - ექიმების პასუხი იუსტიციის მინისტრს

გამოქვეყნდა:

ალტერნატიული კომისიის წევრები იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მიუღებელია, როდესაც პაციენტის მდგომარეობის შესახებ განცხადებას იუსტიციის მინისტრი აკეთებს, რადგან ეს პრეროგატივა ექიმებს აქვთ.

მათივე თქმით, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი, ასევე ალტერნატიული კონსილიუმის ექიმები. 

"მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით და დაგვრთოს ნება, ეს არის სრულიად კანონიერი მოთხოვნა, ცენტრმა "ემპათიამ" ჩაატაროს ექსპერტია. 

რაც შეეხება მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ექიმები გააკეთებენ ბრიფინგს სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ამასთან მინდა მივმართო, რომ ეს არის მხოლოდ მხარის ინიციატივა, ანუ ერთი მხარის შეხედულება და ვერანაირად ვერ ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი, ვინაიდან ამავე დაწესებულებაში განხორციელდა სააკაშვილის წამება და ამჟამადაც, ჩვენი მონაცემებით მიმდინარეობს მასზე ფსქიოლოგიური ზემოქმედება", - თქვა "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა. 

ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა იმ ექიმებმა უნდა აიღონ, ვინც მას უშუალოდ კურირებს და განცხადებაც რომელიმე მათგანმა უნდა გააკეთოს. 

"იუსტიციის მინისტრი არ გახლავთ ექიმი და საერთოდ ყოველთვის ასე იყო, პური მეპურეს გამოაცხობინე, პაციენტს უნდა უმკურნალოს ექიმმა და არა იურისტმა. პოლიტიკოსი არ ვარ, ხაზს ვუსვამ, მარგამ ეს ყოველგვარ პოლიტიკას სცილდება, ეს არის რაღაც პირადული, არ ვიცი იუსტიციის მინისტრს თუ მის უკან ვინც დგას იმას აქვს რაღაც პირადული სხვა არის, ინფორმაციით, რაც მაქვს, სხვათაშორის ყველა მხრიდან, და არა მარტო ოპოზიციის მხრიდან,  პრეზიდენტის მდგომარეობა უმძიმესია", - თქვა ჰემატოლოგმა, მარინა აბაშიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სავალდებულოა, მესამე პრეზიდენტი სასწრაფოდ კვალიფიციურ ჰოსპიტალში გადაიყვანონ. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც გახდეს საჭირო.

იუსტიციის მინისტრის განცხადების საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების უმრავლესობამ "მთავარ არხთან" საუბარი არ ისურვა.

ამავე თემაზე:

"მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი" | ბრეგაძის განმარტება მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის არშეშვებაზე ​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი