24 ნოემბრის შემდეგ ველოდებით, თუ რაიმე არასწორად ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, სასამართლოს ექნება ობიექტური შეფასება. სტრასბურგის სასამართლოს რომ ჩაეთვალა, რომ პატიმრის მდგომარეობა არის კრიტიკული, არ მისცემდა სახელმწიფოს 2-კვირიან ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა იქნეს მიწოდებული ინფორმაცია. შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის კრიტიკული და ნათლად დაინახეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება შესაბამისი რეაგირებები, ამიტომ მაშინ, როდესაც მათი დასკვნა იქნება ცნობილი დაესმება წერტილი ამ მანიპულაციებს.
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
იხილეთ ასევე: