ხალხს ვეღარ აგროვებენ, ცდილობენ ისეთ ფორმას მიმართონ, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება - კობახიძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ ისეთ ფორმას მიმართონ, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება" -  ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს.

მან აქციის მონაწილეების მოთხოვნებს "აბსურდული" უწოდა.

"არავითარი კრიზისი არ არსებობს, ისე როგორც არ არსებობდა თავის დროზე. ყველაფერი იყო ხელოვნური და ახლაც არის ყველაფერი ხელოვნური, თუმცა ამას ხელოვნურ კრიზისსაც ვერ დავარქმევთ. საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ისინი ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ ისეთ ფორმას მიმართონ, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება, ეს არის პოლიტიკური მხარე. რაც შეეხება, თვითონ მოთხოვნას, მოთხოვნა არის თავისთავად აბსურდული და უკვე არის აბსურდის თეატრი, რასაც ჩვენ ვხედავთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით უკვე არაერთი აქცია გაიმართა. 

ამავე თემაზე:

საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით | თბილისში ოპოზიციის მორიგი აქცია დაიწყო

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი