"ოცნების" უცვლელი გზავნილი | მმართველი პარტია ოპოზიციას ისევ "დესტაბილიზაციის მცდელობებში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" შიმშილობას დესტაბილიზაციის მცდელობად აცხადებს. მმართველი პარტიის დეპუტატები დღეს საერთო და კარგად დაზეპირებულ გზავნილს იმეორებდნენ. ბიძინა ივანიშვილის კლანი აცხადებს, რომ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი, რომელიც 47 დღეა შიმშილობს და მასთან ერთად კიდევ 24 მოშიმშილე ქვეყანაში ქაოსის დათესვას ცდილობენ.

ამ ბრალდებების პარალელურად ქართულმა ოცნებამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი გადაწყვეტილებების მთავარი მიზეზი სწორედ მიხეილ სააკაშვილისადმი ეგზისტენციალური შიშია. ირაკლი კობახიძე უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავთ რადგან ხალხის მიერ მისი გათავისუფლების ეშინიათ.

ასევე იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი