ცენტრ "ემპათიას" დასკვნები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში გაიგზავნება

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" დასკვნები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში გაიგზავნება. ამის შესახებ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.

რაც შეეხება სამინისტროში შეხვედრას, ჯიშკარიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი კონსილიუმთან თანამშრომლობას შეეხო. ჯიშკარიანი ამბობს, რომ ექსპერტების პოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით უცვლელია.

საუბარი იყო თანამშრომლობაზე ამ კონსილიუმთან და ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ჩვენ მოლაპარაკება უნდა გვქონდეს ადვოკატებთან, თვითონ პაციენტთან და პაციენტს უნდა შევუთანხმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თუკი შეიქმნება რაიმე მოლაპარაკების ფორმატი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია ცალსახად იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა უნდა გაიაროს სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში.

რაც შეეხება ემპათიის ექსპერტების ჯგუფს, ჯანდაცვის სამინისტრო არ წყვეტს, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ნორმა და ბრალდებულს აქვს უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა, ასევე პაციენტის უფლებებს შესახებ პაციენტის ნორმა, ასე, რომ ცენტრ ემპათიის შეშვება კანონით არის დადგენილი, ამას იუსტიციის სამინისტრო წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

ეს იყო გაჭიანურების მცდელობა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ალბათ ამ გაჭიანურებასაც ექნება დასასრული. პასუხი არ გვაქვს, თუმცა ჩვენ დასკვნები მომზადებული გვაქვს და ეს დასკვნები მიდის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი