ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამება - გავლენიანი ქართული ორგანიზაცია, ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ციხის საავადმყოფოში გადაყვანის პირობებს აღწერს. ემპათიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტმა სწორედ წამება განიცადა.
ეს დასკვნა შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გაკეთდა და ცენტრის ოფიციალურ დოკუმენტში კონკრეტულად არის აღწერილი ყველა ქმედება, რომლის შედეგადაც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო კონვენციები და პატიმარმა პოლიტიკოსმა როგორც ცენტრი წერს, განიცადა წამება.
სიტყვები წამება და ღირსების შელახვა 75 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ამავდროულად 99 გვერდიან დანართს შეიცავს, არაერთხელ და არაერთ კონტექსტში მეორდება.
დოკუმენტს ხელი ალტერნატიული ექსპერტიზის ჯგუფში შემავალმა ყველა ექიმმა მოაწერა.
გარდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენტიცენციურ სისტემაში განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების არაერთი ფაქტის აღწერისა, დასკვნის საკმაოდ დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის მიმართ უფლებების დარღვევას მოიცავს და ხაზგასმით არის აღნიშნული რომ ექიმების არაერთი მოთხოვნისა და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების შეფასებისა, ქართლი ოცნების ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
ექსპერტების დასკვნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი