გაუფასურებული ლარი და გაზრდილი ფასები - კობა გვენეტაძის წლიური ანგარიში

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის წლიური ანგარიშს წარადგენს.

გვენეტაძესთან კრიტიკული კითხვები აქვს ოპოზიციას. ისინი ეროვნული ვალუტის გაუფასურებითა და ფასების ზრდით ინტერესდებიან.

ლარის გაუფასირებაზე საუბრობს კომიტეტის თავმჯდომარეც. "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა "ზედმეტად გაუფასურებულია"

მე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ის არ უნდა უფასურდებოდეს ისე სწრაფად და არც ასე სწრაფად არ უნდა ხდებოდეს გამყარება. საქართველოს ეკომონიმკაში ასეთი წინაპირობები არ არის, - ამბობს კოვზანაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანა ეკონომურ კრიზისამდე არა კორონავირუსმა, არამედ ეროვნული ბანკისა და მთავრობის ცუდმა პოლიტიკამ მიიყვანა. 

მუშაობა ეროვნული ბანკისა, გასული წლის განმავლობაში იყო უარყოფითი და გაცილებით უარესი იყო მთავრობის მუშაობა, რამაც განაპირობა ის სავალალო შედეგები რასაც ვხედავთ, - ამბობს გოცირიძე

"ევროპულ საქართველოში" კი გადასახადების დაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

შემოსავლები არ იზრდება დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო და მთავარი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გასცეს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამაც, არის თუ არა საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში გადასახადების დაწევა, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

თავად სებ-ის პრეზიდენტი კი ოპტიმისტურად არის განწყობილი. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ქვეყანა კორონაპანდემიას კარგად გაუმკლავდა, არსებობს დადებითი მოლოდინებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.

იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ ერთი საჩვენებელი ქეისია დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, არის დადებითი მოლოდინები, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება უფრო მალე მოხდება, - ამბობს გვენეტაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი