აქ ერთი ჯილდო უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი ქართული ოცნება თავის დამფუძნებლიანად - პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე

გამოქვეყნდა:

შიმშილობის უწყვეტი აქცია გრძელდება პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უკვე 15 დღეა შიმშილობს "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკვე საყურადღებოა.

4 დღეა პარლამენტში შიმშილობს 9 ოპოზიციონერი დეპუტატი, პარალელურად ნაციონალური მოძრაობის ოფისში შიმშილობს გია ბარამიძე.

მეორე დღეა შიმშილობს მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერას და სოლიდარობას მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან უცხადებს:

"მთელ მსოფლიოს ქართველებმა ვანახეთ როგორ ვათრიეთ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ამის ყურება ძაან ძნელია საზღვარგარეთ და ამიტომ პროტესტი უნდა გამოვთქვა, ჩემი პროტესტი რა რაის - ჩამოვედი და ვანახებ მთელ მსოფლიოს რომ ამ საშინელებაში მონაწილეობას არ ვღებულობ.

ვშიმშილობ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და ეს მარტო ბიბლიოტეკა არ არის ეს არის დიდი მუზეუმი. აქ არის მისი ჯილდოები მთელი მსოფლიოდან. ქართული ოცნება უნდა დაინტერსდეს აქ რა ნივთები დევს. ერთი ჯილდო უფრო მეტი ღირს ვიდრე მთელი ქართული ოცნება თავის დამფუძნებლიანად" ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციასაც და მოშიმშილე პრეზიდენტსაც ტრადიციულად ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი