საკრებულოში მოშიმშილეები ცუდად არიან, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა - ანი წითლიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში მოშიმშილეები ცუდად არიან, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

"მოშიმშილეები არიან ცუდად. ისევ სასწრაფოს გამოცხადება დამჭირდა. მესამე დღეა უკვე შიმშილობენ. არც გაბედოთ ამ ადამიანების გამოთრევა მაგას გადაგაყოლებთ", - წერს ანი წითლიძე.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო, მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს. ისინი ამბობენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს ბიუჯეტის მიღების შესაძლებლობას არ მისცემენ.

15 ნოემბერს საკრებულოს შენობაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკრებულოს 5-მა  წევრმა დაიწყო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი