შიმშილობას არ წყვეტს ერთადერთი მიზეზის გამო, ღირებულებით კონფლიქტშია სტრასბურგის სასამართლოსთან - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ძალიან მკაფიო მოწოდება, რომელსაც სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს. რომ შეასრულოს ეს მოწოდება, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება. თუმცა, ეს არის რაღაც შანტაჟის ფორმა, რომელსაც იყენებს, რაც ძალიან სამწუხაროა... ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში. მას შეუძლია, შეასრულოს დაუყოვნებლივ სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარიაც შეწყვეტს. მაგრამ, ის ამას არ აკეთებს ერთადერთი მიზეზის გამო, ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და ზოგადად ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას.

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოსთან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გუშინ კიდევ ერთი პრეს-რელიზი გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი