სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ პრეს-რელიზს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალ პრეს-რელიზს ავრცელებს. სასამართლო ითხოვს ხელისუფლებამ შეადგინოს კონკრეტული გეგმა როგორ უმკურნალებენ და გამოაჯანმრთელებენ მიხეილ სააკაშვილს.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა დროებითი ზომების მითითება საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, აცნობოს სასამართლოს განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი
ციხეში უსაფრთხოება და შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ასევე უნდა შემუშავდეს განმცხადებლის გამოჯანმრთელების მკურნალობის გეგმა", - აღნიშნულია პრეს-რელიზში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ რეგლამენტის 39-ე მუხლის თანახმად, შეუძლია დროებითი ზომები მიუთითოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს.

"დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც, სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

დროებითი (შუალედური) ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც, სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი", - ნათქვამია პრეს-რელიზში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი