"იმის შემდეგ, რაც იკადრეს, მათ ვერ დავუძახებ ქართულ პოლიციას" - ანა წითლიძე ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით პოლიციამ "ქართული ოცნების" დავალება შეასრულა. 

როგორც წითლიძემ აღნიშნა, მსგავსი მეთოდებით ხელისუფლება მოქალაქეებს ვერ დააშინებს, შიმშილობის აქცია კი უფრო მზარდი გახდება. 

"ეს არის პარტიული დავალება, ქართული ოცნების დავალება შეასრულა რეალურად პოლიციამ. იმის შემდეგ, რაც აქ იკადრეს, მოშიმშილეების ასე თმებით თრევა, ჩემი ასე ჩამოყვანა, მე მათ ვერ დავუძახებ ქართულ პოლიციას. ეს არის ჩვეულებრივი მილიცია, რომელიც ასრულებს ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დავალებას.

გადათელეს მოშიმშილეები, თქვენ ნახეთ, რომ ცუდად არიან. იმის საშუალებაც არ მისცეს სასწრაფოს, რომ დახმარება აღმოეჩინათ. ეს არის შეშინებული რეჟიმის არაადეკვატური ქმედებები და მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ძალადობრივი ქმედებებით ვერ შეძლებენ ამ პროტესტის შეჩერებას.

ეს შიმშილობის აქცია გახდება კიდევ უფრო მეტად მზარდი. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი წუთი, ყოველი საათი და დღე, ახლა მუშაობს მათ წინააღმდეგ. ისინი ვერ შეძლებენ, ზუგდიდელების ბიუჯეტი ისევ საკუთარ თავებზე მოირგონ", - თქვა ანა წითლიძემ.

ცოტა ხნის წინ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოშიმშილეებს პოლიციის ძალით დაატოვებინეს. დაპირისპირებისას ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი