აღნიშნავს, რომ პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის კალიუმის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაბლა იყო. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გაკვირვებული იყო როცა შეამჩნია, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს პერსონალმა იმ აპარატურის გამოყენება არ იცოდა, რომელიც კლინიკაში საგანგებოდ შეიტანეს.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, უფრო ზუსტად კალიუმის მაჩვენებელი გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარს დაბლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი. მათ შორის ის, რაც ახლახანს ბესტაევს დაემართა და როგორც ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა იმ შემთხვევაში, შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. 

ამასთან, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ და პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს, როგორც იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც წუხელ ესტუმრა და შეისწავლა. ასევე აღნიშნავს, რომ პერსონალმა უბრალოდ არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი და გაოცებული იყო, გაკვირვებული იყო, როცა შეამჩნია, რომ კონსილიუმის წევრებმა როცა ითხოვეს რომ გაესინჯათ, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, უბრალოდ არ იყო პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა და ვისაც ეცოდინეობდა ამ აპარატურასთან როგორ უნდა ემუშავა"- თქვა შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი ციხეში გუშინ მოინახულა, ისინი წერილობით დასკვნას დღეს გაასაჯაროებენ. 

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძეს და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი