მე გამიჩინა რაღაც იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ - გიული ალასანია ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

არ იყო ეს მკაფიოდ ნათქვამი, მაგრამ აქეთ მივდივართ როგორც ჩანს, მე გამიჩინა რაღაც იმედი ქალბატონი სალომე ს დღევანდელმა გამოსვლამ - სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასება მესამე პრეზიდენტის დედის მხრიდან.

გიული ალასანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიო განცხადება არ იყო, მიეცა იმედი, რომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

"ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა იყოს პროცესი საჯარო, გამჭვირვალე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი და არაფრთხილი გამოთქმა იწვევს მერე ღელვას საზოგადოებაში და რო შეიძლება ეს ავიცილოთ რაღაცნაირად თავიდან და ლაპარაკი იყო მთლიანად იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა ადამიანის. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა" ამბობს გიული ალასანია, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში, მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად მივიდა

სალომე ზურაბიშვილის განცხადება 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი