
ხელისუფლებას გენადი ბესტაევის ოჯახი მას შემდეგ გაახსენდა, რაც მამაკაცი ცხინვალიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.
გორის მერის მოადგილემ დღეს ოჯახს პროდუქტები გადასცა. ამის შესახებ მერიამ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფმა ბესტაევმა, 15 ნოემბერს ცხინვალის იზოლატორში ინსულტი მიიღო, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტმა ის "შეიწყალა" და ქართულ მხარეს გადმოსცა.
ბესტაევის მდგომარეობა უმძიმესია. ის ამჟამად თბილისის კლინიკაში იმყოფება.