მიხეილ სააკაშვილს შესამჩნევი სიყვითლე აქვს, მძიმედ დადის, პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა - ნიკოლოზ ყიფშიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი სუსტად არის. ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში დღეს მოინახულა.

მანამდე სამი დღის განმავლობაში მას ციხეში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მას ციხის ადმინისტრაცია დაუკავშირდა და მისვლა სთხოვა.

"შესამჩნევი სიყვითლე აქვს, გადაადგილდება მძიმედ. სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა. მე ავედი მასთან". - ამბობს ექიმი. 

ცნობისთვის,სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია

ამავე თემაზე:

ყოველ საათში მისი მდგომარეობა მძიმდება... კონსილიუმის დასკვნას აბსოლუტურად ვეთანხმები - ნიკოლოზ ყიფშიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი