"შეიძლება, მიკერძოებულები იყვნენ" - ომბუდსმენის და ექიმების "პასუხისმგებლობაზე" მდინარაძეც ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტა ჯგუფის დასკვნას  "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის მსგავსად, მანაც არ გამორიცხა, რომ თუ ამ დასკვნას მოვლენების "ცუდი სცენარით" გაგრძელება მოჰყვება, შესაძლოა დოკუმენტის ავტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

მანვე აღნიშნა, რომ  ექსპერტების დასკვნით კითხვებს პასუხი ვერ გაეცა და არის ვარაუდი, რომ ეს ადამიანები "შეიძლება, მიკერძოებულები იყვნენ".

"თუ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც ცუდ სცენარშიც ჩვენ ყველას ერთად წარმოგვიდგენია და დავუშვათ მართლა, რეალურად გახდა საჭიროება მისი სადღაც გადაყვანის, ობიექტური ოღონდ მოგონილი კი არა, და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი ობიექტური გარემოება თურმე არ არსებობდა და რაღაც ფეიკ დასკვნის საფუძველზე იყო, მაშინ, ამ ფეიკ დასკვნის ავტორებს, გინდაც კონკრეტულ, გინდაც ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, დაეიკისრებათ თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა?! 

ეს კონსილიუმი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო, მაგრამ პასუხიები ვერ მივიღეთ მთავარ კითხვებზე, შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები შესაძლებელია, იყვნენ მიკერძოებულები", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

დღეს "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა. მან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკი" უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება "საფრთხეების" კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი