ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატური განცხადებების მოსმენას ირაკლი კობახიძის მხრიდან. მისთვის ყველა, ვინც მიუღებელ, მისთვის არასასიამოვნო პოზიციას აფიქსირებს, არის "ნაცი". მგონი, მარტო მამუკა მდინარაძე არ ჰგონია "ნაცი". შესაბამისად, მის განცხადებებს რა რეალური შედეგები მოჰყვება ჩემთვის უცნობია. ვერც გავაკეთებ პროგნოზს, იმდენად არაადეკვატურად იქცევა "ქართული ოცნების" ხელისუფლება.
ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც დღეს სახალხო დამცველს და ექიმებს დაემუქრა.